სიახლე
ტელეეთერი არბიტრაჟის შესახებ
24 თებერვალს 19სთ. 30 წუთზე ტელეკომპანია "მზე"-ს ეთერში საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემა "სასამართლო"-ში მიწვეული იყო შპს "ბი-დი-ჯი" არბიტრაჟი-ის თავმჯდომარე გრიგოლ გიორგაძე.
აღნიშნული გადაცემა უზენაესი სასამართლოსა და ტელეკომპანია "მზის" ერთობლივი პროექტია, სადაც ხდება სხვადასხვა იურიდიული საკითხების ახსნა-განმარტება.
ბატონმა გრიგოლმა ისაუბრა არბიტრაჟის პრიორიტეტებზე, მოქალაქეებისათვის დავის განხილვის ვადებზე და მის მოქნილობაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაsa და გასაჩივრების პროცედურებზე.
საუბარი შეეხო აგრეთვე იმ ინიციატივასაც რომლითაც "ბი-დი-ჯი არბიტრაჟმა" მიმართა საქართველოს პარლამენტს "კერძო არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების თაობაზე.
(აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული ვერსია ამავე ვებ-გვერდზეა განთავსებული და შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი ბრძანების მითითებით: "პროექტები-მიმდინარე"-ში)








