Untitled Document BDG
Untitled 5
კითხვა - პასუხი

ვარ კრედიტორი და ჩემი მოთხოვნა უზრუნველყოფილია მესამე რიგის იპოთეკით. იპოთეკის შემდეგ ამავე უძრავ ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო იპოთეკა, დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო წარმოება ყადაღის შესაბამისი მოთხოვნის საფუძელზე. გთხოვთ მიპასუხოთ; 1. რა რისკების მატარებელია ჩემი, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა?2. როგორ განისაზღვრება ამ შემთხვევაში აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების საწყისი ფასი?კომპეტენტური პასუხისათვის წინასწარ გიხდით მადლობას.

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად ყადაღადადებულ ნივთებსშეაფასებს აღმასრულებელი საბაზრო ფასების შესაბამისად. აღმასრულებელს აგრეთვე შეუძია მოიწვიოს ექსპერტი ან აუდიტი შეფასების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ ნივთზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, აღმასრულებელი (აუდიტი) შეაფასებს იპოთეკით დატვირთულ ქონებას რეალიზაციის მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306-5 მუხლის მე5 ნაწილის თანახმად აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების გადასვლიოს შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება , რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. ამავე მუხლის მე6 ნაწილის თანახმად აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ მოხდა ქონების აუქციონზე გაყიდვა შემძენი იკავებს ბინის მესაკუთრის ადგილს, რადგან თქვენი იპოთეკა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის რეგისტრაციამდე იყო რეგისტრირებული , ახალ მესაკუთრეზე გადავა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკამდე არსებული იპოთეკები, შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობა გექნებათ ახალ მესაკუთრესთან.





დასვით თქვენი შეკითხვა